"მიშველეთ, დედა მოვკალი" - შემზარავი დანაშაული ფონიჭალაში

"მიშველეთ, დედა მოვკალი" - შემზარავი დანაშაული ფონიჭალაში

ქვემო ფონიჭალაში მომხდარმა მკვლელობამ ნახევრად დანგრეული ე.წ. საერთო საცხოვრებლის მკვიდრნი შოკურ მდგომარეობაში ჩაყარა, - 52 წლის ვაჟმა 95 წლის დედა მხეცურად მოკლა, - მოხუცს არა მხოლოდ ყელი გამოჭრა გაურკვეველი ბლაგვი საგნით, არამედ სახეც ამავე საგნით დაუსახიჩრა. მეზობლები ამბობენ, უკიდურესად მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებ დედა-შვილს კონფლიქტები აქამდეც ჰქონდათ. ბინა, რომელშიც დანაშაული მოხდა, ფაქტობრივად, დანგრევის პირასაა და მასში ადამიანები თუ ცხოვრობდნენ, დაჯერებაც კი ძნელია. თუმცა არც ე.წ. საერთო საცხოვრებელის დანარჩენი ნაწილია უკეთეს მდგომარეობაში, სიღტაკის კვალი ყველგან, ყველა კუთხეში ჩანს.

ლია ცხომელიძე, მეზობელი: - გარდაცვლილი ქალი ეროვნებით რუსი იყო, როგორც ვიცი, ახალგაზრდობაში იქ პირველი ქმარი და შვილები დატოვა და საცხოვრელად აქ გადმოვიდა. შვილი წლებია ალკოჰოლიკია. დედაც და შვილიც, განსაკუთრებით ბოლო ხანს, საშინლად იქცეოდნენ, სულ ჩხუბი და აყალმაყალი ჰქონდათ. დედას ბოლო კვირებში განასკუთრებით დაუსუსტდა გონება, მანამდე სული ბოროტისთვის ჰქონდა მიყიდული და შვილზე უკეთ გამოიყურებოდა და აზროვნებდა.

- ჩვენში მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ, ან - არაფერს... საქმესთან დაკავშირებით ვილაპარაკოთ.

- საქმე ის არის, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ. ტყუილს არაფერს ვამბობთ. ქალი ნამდვილად დადიოდა რომელიღაც სექტაში, სულ მკითხავებზე და ჯადოებზე ლაპარაკობდა, იმათ გადარიეს საბოლოოდ... შვილი უშლიდა, მაგრამ ვერაფერს გახდა. რაღაც ცხოველის ქონს ხარშავდა და გარშემო საშინელ სუნს აყენებდა, სახლი ახლაც ყარს იმ სუნისგან. მისი ვაჟი კი სულ იმაზე ლაპარაკობდა, სანთელს რომ ვანთებ, დედაჩემი მიქრობსო. ზოგჯერ ეს კაცი გვეცოდებოდა კიდეც. ამ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს ხალხი, ვის თვალწინაც ეგ კაცი გაიზარდა, ისინი ამბობენ, რომ თავიდან არ იყო ეგეთი ლოთი და უბედური, ამ დონემდე რომ

მივიდა, დედმისის ბრალია. მაგ ქალმა აქცია ასეთად, როგორც ამბობენ, ბიჭი ეგოისტურად უყვარდა... ცოლიც არ გაუჩერა, გაუგდო, მაგნირი რძალი არ მინდაო! რა "მაგნაირობა" ჭირდა არ ვიცით, ჩვეულებრივი გოგო იყო!

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ