ამ აფეთქებით ორი კურდღელი მოკლეს - ფირცხალავა მის დაკავებას არ გამორიცხავს

 ამ აფეთქებით ორი კურდღელი მოკლეს - ფირცხალავა მის დაკავებას არ გამორიცხავს

კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა მის დაკავებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან "იმედის კვირის" ეთერში ჩართვისას განაცხადა.

"რა თქმა უნდა, ველოდები. ამ აფეთქებით ორი კურდღელი მოკლეს _ მოიცილეს ადამიანი, რომელიც უკვე მობეზრებული ჰყავდათ ამ ქვეყანაში და მეორე, ნახეთ რა ვითარება შეიქმნა... შინაგან საქმეთა მინისტრი არ ჰყავს ქვეყანას. მნიშვნელობა არ აქვს ვინ მოვა, ეს არის დამნაშავეთა სამყაროს ყულაბაში ჩაგდებული კიდევ ერთი მონეტა, იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის გათავისუფლება მათ ანგარიშზეა. დაკავებასაც ველოდები, მარტო მე კი არა, ჩემი მეგობრები, მიუხედავად ამისა, მიმალვას არ ვაპირებთ", - აღნიშნა ირაკლი ფირცხალავამ.

რაც შეეხება კორტების სპეცოპერაციას, რომლის დროსაც ზურაბ ვაზაგაშვილი დაიღუპა, ფირცხალავას თქმით, სპეცოპერაციის ჩატარება კორტებთან არ იგეგმებოდა, თუმცა ექსტრემალური სიტუაცია შეიქმნა.

ფირცხალავას დაუსვეს კითხვა, თუ ვისი ბრძანებით მოხდა სპეცდანიშნულების რაზმის გამოყვანა. მისი განმარტებით, როგორც წესი, სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყვანა მათი კურატორი მინისტრის მოადგილის ბრძანების საფუძველზე ხდება, ეს პოსტი კი მაშინ შალვა ჯანაშვილს ეკავა.

კითხვაზე - ნანობს თუ არა, რაც მოხდა, ფირცხალავა პასუხობს, რომ "რა თქმა უნდა". "ჩვენ პოლიციელები ვართ. ჩვენი იდეაფიქსი არ არის ვინმეს მოკვლა, თუნდაც ეს იყოს უკანასკნელი დამნაშავე", - განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ