ირაკლი ფირცხალავა ია მეტრეველის მოკვლას მოითხოვდა? - ომბუდსმენი მსჯავდებულის მონათხრობს ასაჯაროებს

ირაკლი ფირცხალავა ია მეტრეველის მოკვლას მოითხოვდა? - ომბუდსმენი მსჯავდებულის მონათხრობს ასაჯაროებს

მსჯავრდებული აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავა, მას დაემუქრა ნარკოტიკული დანაშაულით პაუსხისმგებაში მიცემით, ხოლო თავისუფლების სანაცვლოდ გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი უნდა მოეკლა - ამის შესახებ სახალხო დამცველმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პროკურორს გიორგი ბადაშვილს მიმართა წინადადებით, სადაც შსს-ს ყოფილი თანამშრომლების მიერ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება სთხოვა.

"სახალხო დამცველს ახსნა-განმარტებით მიმართა ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, სადაც ის აცხადებს, რომ 2008 წლის ივლისში დააკავეს საქართველოს შსს კრიმინალური პოლიციის მაშინდელმა თნამშრომლებმა გიორგი ხიზანიშვილმა და გიორგი ჭანტურიამ, რის შემდეგომ ირაკლი ფირცხალავასა და კახა ლეგაშვილთან მიიყვანეს. მსჯავრდებული აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავა მას დაემუქრა ნარკოტიკული დანაშაულით პაუსხისმგებაში მიცემით, ხოლო თავისუფლების სანაცვლოდ გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი უნდა მოეკლა. ასევე უნდა მოეძებნა პირი, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის წინააღმდეგ მიცემდა ჩვენებას, ამ უკანასკნელის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ. ირაკლი ფირცხავალამ ლ.შ- თანამშრომლობის შემთხვევაში გათავისუფლებას და ნარკოტიკულ დანაშაულზე ხელშუხებლობას დაპირდა", - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ლ.შ აცხადებს, რომ მას არჩევანი არ ჰქონდა და შეთავაზებულ თანამშრომლობას დათანხმდა.

"დავალების მიხედვით, ლ.შ-ს მკვლელობა მაღაზიაში ყაჩაღობის სცენარით უნდა ჩაედინა, რის შემდეგაც დააკავებდნენ, თუმცა ციხეში არაფერი მოაკლდებოდა, მათ შორის ნარკოტიკებიც. როგორც ლ.შ აცხადებს, ამ საუბრის შემდეგ სამი დღის განმავლობაში დადიოდა საბურთალოზე, თითქოსდა ზურაბ ვაზაგაშვილის შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით. შემდეგ გარკვეული დროით ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში წავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების შემდეგ, კვლავ ჩამოვიდა თბილისში და დაეკონტაქტა გიორგი ხიზანიშვილს. ლ.შ-ს განმარტებით, გიორგი ხიზანიშვილმა მას უთხრა, რომ ზემოთხსენებული საქმეების განხილვის დრო არ იყო, ცოტაც მოეთმინა და შემდეგ გააგრძელებდნენ მუშაობას", - განცხადა სახალხო დამცველმა.

მისივე ინფორმაციით, ლ.შ-მ კვლავ დატოვა მცირე ხნით საქართველო, ხოლო დაბრუნების შემდეგ დააკავეს შსს-ს თანამშრომლებმა ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის და მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

სახალხო დამცველის განცხადებით, მსჯავრდებული განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებდა, იმ დროს მოქმედი რეჟიმის გამო, ხოლო ამჟამად ითხოვს შესაბამის რეაგირებას და ასევე სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის მზადყოფნას გამოთქვამს.

უჩა ნანუაშვილმა განაცხდა, რომ მსჯავრდებულმა გამოძიებასთან თანამშრომლობის შესახებ მზადყოფნა რამდენიმე დღის წინ გამოთქვა.

სახალხო დამცველი არც იმას გამორიცხავს, რომ ლ.შ-მ იური ვაზაგაშვილის ტრაგედიის შემდეგ გადაწყვიტა ღიად ისაუბროს და ამასთან, სახლაო დამცველი პროკურატურის გარდა მიმართავს სასჯეაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ყველა ზომა მიიღოს მსჯავრდებულის უსაფრთხოების დასაცავად.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ