"ერთადერთი რასაც ვაღიარებ, კენედის მკვლელობაა" - ფირცხალავას კომენტარი, რომელსაც ია მეტრეველის მკვლელობის შეკვეთას აბრალებენ

"ერთადერთი რასაც ვაღიარებ, კენედის მკვლელობაა" - ფირცხალავას კომენტარი, რომელსაც ია მეტრეველის მკვლელობის შეკვეთას აბრალებენ

ეს ყველაფერი სისულელეა, ერთადერთი, რასაც ვაღიარებ, არის კენედის მკვლელობა, - ასე გამოეხმაურა კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა სახალხო დამცველის დღევანდელ განცხადებას.

"მაგაზე ერთი წლის უკან მე თვითონ მაქვს შეტანილი განცხადება შსს-ში. მერე მითხრეს, რომ გადააგზავნეს სასჯელაღსრულების სამინისტროში. ეს ყველაფერი სისულელეა. ერთადერთი რასაც ვაღიარებ, ეს არის კენედის მკვლელობა", - განუცხადა ირაკლი ფირცხალავამ "ინტერპრესნიუსს".

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ერთ-ერთი მსჯავრდებული აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავა მას დაემუქრა ნარკოტიკული დანაშაულით პაუსხისმგებაში მიცემით, ხოლო თავისუფლების სანაცვლოდ გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი უნდა მოეკლა.

როგორც სახალხო დამცველმა, უჩა ნანუშავილმა განაცხადა, დღეს პროკურორს გიორგი ბადაშვილს მიმართა წინადადებით, სადაც შსს-ს ყოფილი თანამშრომლების მიერ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება სთხოვა.

"სახალხო დამცველს ახსნა-განმარტებით მიმართა ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, სადაც ის აცხადებს, რომ 2008 წლის ივლისში დააკავეს საქართველოს შსს კრიმინალური პოლიციის მაშინდელმა თნამშრომლებმა გიორგი ხიზანიშვილმა და გიორგი ჭანტურიამ, რის შემდეგომ ირაკლი ფირცხალავასა და კახა ლეგაშვილთან მიიყვანეს. მსჯავრდებული აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავა მას დაემუქრა ნარკოტიკული დანაშაულით პაუსხისმგებაში მიცემით, ხოლო თავისუფლების სანაცვლოდ გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი უნდა მოეკლა. ასევე უნდა მოეძებნა პირი, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის წინააღმდეგ მიცემდა ჩვენებას, ამ უკანასკნელის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ. ირაკლი ფირცხავალამ ლ.შ- თანამშრომლობის შემთხვევაში გათავისუფლებას და ნარკოტიკულ დანაშაულზე ხელშუხებლობას დაპირდა", - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ