იმალებოდა თუ არა აეროპორტიდან "გამქრალი" "რემენა" ოზურგეთში და ვის ჰყავდა ის სამეფო პატივში

იმალებოდა თუ არა აეროპორტიდან "გამქრალი" "რემენა" ოზურგეთში და ვის ჰყავდა ის სამეფო პატივში

"როდესაც კანონიერი ქურდი, "რემენა" აეროპორტიდან გაქრა, შემოქმედში იმალებოდა ის ადამიანი და სამეფო პატივში იყო. ოზურგეთის ფაქტიური მმართველი უწევდა მასპინძლობას" - აცხადებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ოპოზიციური პარტიიდან დავით მჟავანაძე.

მჟავანაძემ ეს განცხადება გუშინ "გურიის მოამბის" ვებგვერდის გადაცემა "მთავარ თემაში" გააკეთა და ქალაქის მერიაში არსებულ ნეპოტიზმთან დაკავშირებითაც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე დღეში "ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაცია ოფიციალურად გამოაქვეყნებს იმ ადამიანთა სიას, რომლებიც მერიაში ოზურგეთის "ფაქტიური მმართველის" საახლობლოს წარმოადგენენ:

"ოზურგეთს ჰყავს ფაქტიური მმართველი, რომელიც აკონტროლებს იმას, რომ თავისი კლანის წარმომადგენლები აკონტროლებდნენ აქ სიტუაციებს. მოიკითხეთ, ილა კეჭაყმაძის შვილიშვილის მომვლელის შვილი ჰყავთ თანამდებობაზე აყვანილი და ასეთი ფაქტი არის უამრავი, ნეპოტიზმი არის ყველა მიმართულებით.

წაიკითხეთ სრულად guriismoambe.com-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ