თამარაშვილის ქუჩაზე, "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრზე თავდასხმა მოხდა

თამარაშვილის ქუჩაზე, "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრზე თავდასხმა მოხდა

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრზე თავდასხმა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს ბანკის" პრესსამსახურში განუცხადეს, ბანკის სერვისცენტრზე, რომელიც თამარაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, თავდასხმა დღეს დილის საათებში მოხდა. "თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა და შეიარაღებული იყო. ცხადია, რომ სერვისცენტს დაცვა ჰყავს, ამიტომ თავდამსხმელს განზრახვა ჩაეშალა. ჩვენ ახლა ვადგენთ, მოახერხა თუ არა მან საერთოდ რამის წაღება. გამოძიება მიმდინარეობს. თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა", - განაცხადეს "საქართველოს ბანკის" პრესსამსახურში. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ