გურამ დონაძე: "ბუტა რობაქიძე არც ფირცხალავს, არც დონაძეს და არც მიქაძეს არ მოუკლავს და ეს დადასტურდა"

გურამ დონაძე: "ბუტა რობაქიძე არც ფირცხალავს, არც დონაძეს და არც მიქაძეს არ მოუკლავს და ეს დადასტურდა"

ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის  გადაცემა "არჩევანის"  ეთერში გურამ დონაძემ სატელეფონო ჩართვისას ბუტა რობაქიძის მამის განცხადებას გამოეხმაურა.

ბუტა რობაქიძის მამის განცხადებით, ბუტა რობაქიძის გარდაცვალებაში მთავარი დამნაშავეები კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე და სხვა მაღალჩინოსნები არიან. დონაძის თქმით, საუბარი იმაზე, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს ბუტა რობაქიძის საქმის გამოძება სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან სასამართლო ამ დროისთვის იხილავს აღნიშნული პირების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საკითხს.

"ის რომ ბუტა რობაქიძე არც გურამ დონაძეს, არც ირაკლი ფირცხალავას და არც ზურაბ მიქაძეს არ მოუკლავს, ეს არის ცალსახად დადასტურებული და ადამიანმა, რომელსაც შემთხვევით გაუვარდა იარაღი და ამას ემსხვერპლა ბუტა რობაქიძის სიცოცხლე, მან მოიხადა სასჯელი,"-განაცხადა გურამ დონაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ: "ერთიც მე გამივარდება და ნახავ ..". დაპირისპირება სოსო რობაქიძესა და გურამ დონაძეს შორის

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ