ირაკლი ღარიბაშვილი - იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის სწრაფი გამოძიება ჩემთვის საამაყოა

ირაკლი ღარიბაშვილი - იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის სწრაფი გამოძიება ჩემთვის საამაყოა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობა იყო ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა და ის ფაქტი, რომ მოხდა ამ საქმის სწრაფი გამოძიება, ჩემთვის საამაყოა, - განაცხადა მიუნხენში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.

ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებისგან თავი შეიკავა, თუმცა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოძიების პროცესში იყო ჩართული.

"მე თავს შევიკავებ წინასწარ რაიმე სახის განცხადების გაკეთებისგან, რასაკვირველია მაქვს ინფორმაცია ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, მაგრამ მირჩევნია დაველოდოთ პროკურატურას, მათ ოფიციალურ განცხადებას და განმარტებას,"- განაცხადა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ