იური ვაზაგაშვილის აფეთქებაში ბრალდებული სოსანაშვილი ყარაფილას სასაფლაოზე პოზირებს

იური ვაზაგაშვილის აფეთქებაში ბრალდებული სოსანაშვილი ყარაფილას სასაფლაოზე პოზირებს

სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" არსებულ გია სოსანაშვილის ანგარიშზე ატვირთულია ფოტო, რომელიც ყარაფილას სასაფლაოზეა გადაღებული. იქ, სადაც ახლა უკვე მამა-შვილი ვაზაგაშვილები ერთად განისვენებენ.

შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებული პოლიციელი გია სოსანაშვილი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განუცხადა.

ამასთან დაკავშირებით შოთაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დნმ-ის კვალი იმდენად მყარი მტკიცებულებაა, რომ ის 100%-ით უტყუარია და მეცნიერულად მისი საეჭვოდ გახდომა, შეუძლებელია.

შოთაძის განცხადებით, გია სოსანაშვილი წალკის რაიონში პოლიციის ერთ-ერთი რიგითი თანამშრომელი იყო და ის შაბათს დააკავეს. მისივე ცნობით, მიმდინარეობს რამდენიმე ვერსიაზე მუშაობა, მათ შორის ერთ-ერთი ვერსია ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას უკავშირდება.

იხილეთ ასევე:

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ