სასამართლომ გია სოსანაშვილს პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ გია სოსანაშვილს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა სასამართლოსთვის მიმართული შუამდგომლობით, სოსანაშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა. პროცესს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილი უძღვებოდა. თავად სოსანაშვილი აცხადებს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება აბსურდულია და მას მკვლელობა არ ჩაუდენია. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწიინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 14 წლამდე ვადით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ