მერაბიშვილს ჟვანიას გარდაცვალების კადრები აქვს დაფიქსირებული? - ლევან ჩაჩუას ადვოკატის სკანდალური განცხადება

მერაბიშვილს ჟვანიას გარდაცვალების კადრები აქვს დაფიქსირებული? - ლევან ჩაჩუას ადვოკატის სკანდალური განცხადება

ცოტა ხნის წინ ტელეეთერით ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე FBI-ს დასკვნის ნაწილი გასაჯაროვდა. ზურაბ ჟვანიას თანაგუნდელი, სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ამბობს, რომ ჟვანიას დაცვის წევრები პროფესიონალები იყვნენ, პრემიერ-მინისტრის დაცვას უსათუოდ უზრუნველყოფდნენ. თუმცა, თავად მიხეილ ძაძამიამ (პირადი დაცვა) სასამართლო პროცესზე ექსპერტ ლევან ჩაჩუას კითხვას ასე უპასუხა, - კონსპირაციული ბინა, სადაც ჟვანიასა და–იუსუპოვის ცხედრები ნახეს, განსაკუთრებული დაცვის სისტემით არ ყოფილა აღჭურვილი, რომ რკინის კარს არანაირი დამცავი მექანიზმი არ ჰქონია. სამსახურებრივ გულგრილობაში ბრალდებულ ექსპერტს არ დაუკონკრეტებია, რატომ დაინტერესდა დაცვის სისტემით, თუმცა ის, რაც სასამართლო პროცესზე არ თქვა ჩაჩუამ, "კვირის პალიტრასთან""მისი ადვოკატი ზურაბ ტაბიძე აცხადებს.

ზურაბ ტაბიძე, ლევან ჩაჩუას ადვოკატი: - როცა სასამართლოზე ბატონ ძაძამიას ლევან ჩაჩუამ ჰკითხა: ბინა, რომელიც მან იქირავა პრემიერ-მინისტრისთვის, იყო თუ არა დაცული და ხომ არ იყო რაიმე ნიშანი, რომელიც გარე პირის შესვლის შესაძლებლობას იძლეოდა, ძაძამიამ უპასუხა, რომ არანაირი დამცავი მექანიზმი არ ჰქონია რკინის კარს. აქედან გამომდინარე ვკითხე ჩაჩუას, რატომ დაინტერესდა ამ თემით? ის, რაც ჩაჩუამ გაიხსენა, ჩემთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა - როდესაც მერაბიშვილმა ექსპერტიზის ჩატარებამდე განაცხადა, ჟვანია და იუსუპოვი გაზით გაიგუდნენო, ჩაჩუას უკმაყოფილება გამოუთქვამს, რომ ეს არ იყო სწორი შეფასება, რაზეც ლევან სამხარაულს უპასუხია, კარგი, რა, ლევან, ვანომ დილის 7 საათზე უკვე "ცვეტნოი" იცოდა, რა მოხდა იმ ბინაშიო. თუ გავიხსენებთ შს მინისტრის განცხადებას, - ჰქონდა უტყუარი ინფორმაცია, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა - ესეც იძლევა განმარტებას...

- რა შეიძლება ყოფილიყო ეს უტყუარი ინფორმაცია?

- ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სამხარაულთან საუბრისა და მერაბიშვილის განცხადების საფუძველზე ვარაუდობს, რომ კონსპირაციულ ბინაში ფარული სათვალთვალო მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. მით უმეტეს, რომ ჟვანია ამ ბინით მანამდეც სისტემატურად სარგებლობდა. ამ ეჭვს აღრმავებს ის ათასობით ფაილი, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი და რომელიც სწორედ პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას შეიცავდა. ყველასთვის ცნობილია, რომ მსგავს ბინებში ასეთ მოწყობილობებს ამონტაჟებდნენ. არ გამოვრიცხავ, რომ გარდაცვალების მონაკვეთიც იყოს დაფიქსირებული და ეს ჩანაწერი ჰქონდეს მერაბიშვილს ან მის გარემოცვას.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

"ეს არის ექსპერტიზის მტკიცებულება, რომ არ მაქვს წამებისა და ცემის კვალი სხეულზე" - დავით ხვიბლიანი აპირებს, ნიკა გვარამიას და ელისო კილაძეს უჩივლოს

"მოკლა ცოლი და მეზობელი, ამის შემდეგ მიიმალა..." - ახალი დეტალები გურჯაანში მომხდარ მკვლელობაზე

მკვლელობა გურჯაანში - მამაკაცმა ცოლი მოკლა, ასევე ესროლა დასახმარებლად შესულ მეზობლებს