უგულავას საქმის პროკურორის განმარტება საზოგადოებაში არეულობის გამოიწვის შესახებ განცხადებაზე

უგულავას საქმის პროკურორის განმარტება საზოგადოებაში არეულობის გამოიწვის შესახებ განცხადებაზე

პროკურორის განმარტებით, გიგი უგულავას წინააღმდეგ საქმის წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარეს არ უთქვამს, რომ უგულავას გათავისუფლება საზოგადოებაში არეულობას გამოიწვევდა.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა მერაბ ჯერანაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ბრალდების მხარემ "საზოგადოებრივი არეულობის გამოწვევა" ახსენა დაცვის მხარის არგუმენტების საპასუხოდ. კერძოდ, დაცვა საუბრობდა ევროსასამართლოს საფუძვლებზე, სადაც ერთ-ერთ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში ევროსასამართლომ დაადგინა პატიმრობის გამოყენების საფუძვლები და უგულავას დაცვა სწორედ აღნიშნული საფუძვლების თანახმად ითხოვდა მის გირაოთი გათავისუფლებას.

"ევროსასამართლოს მიერ დადგენილია ოთხი საფუძველი, მათგან ერთ-ერთი საფუძველი არის საზოგადოებრივი არეულობის გამოწვევა. თუმცა, ჩვენი კანონმდებლობა ადგენს ამისათვის სამ საფუძველს – ბრალდებულის მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეს. შესაბამისად, ჩვენ არ გვითქვამს არაფერი საზოგადოებრივ არეულობაზე, რადგან სწორედ ზემოხსენებულ სამ საფუძველზე უთითებდა ბრალდების მხარე პროცესის განმავლობაში. გიორგი უგულავასთან მიმართებაში ჩვენ არ გვითქვამს, რომ საზოგადოებრივი არეულობის საფრთხე არსებობს, არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში", - განმარტა პროკურორმა მერაბ ჯერანაშვილმა.

იხილეთ ასევე: "უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლებამ შესაძლოა, არეულობა გამოიწვიოს" - პროკურორი მოსალოდნელ საფრთხეებზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ