უკავშირდება თუ არა გიგოლაშვილების სახლში გაჩენილი ხანძარი ვაზაგაშვილის მკვლელობას - რას ჰყვებიან ოჯახის წევრები

უკავშირდება თუ არა გიგოლაშვილების სახლში გაჩენილი ხანძარი ვაზაგაშვილის მკვლელობას - რას ჰყვებიან ოჯახის წევრები

გიგოლაშვილების ოჯახის წევრები, კასპის რაიონის სოფელ სარიბარიში მცხოვრებ სხვა ოჯახებთან ერთად, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით რამდენჯერმე არიან დაკითხული.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, არსებული ინფორმაციით, სწორედ სარიბარიში მცხოვრები რამდენიმე ადამიანია იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში მთავარი მოწმე. ყარაფილას სასაფლაო სარიბარისთან ახლოს მდებარეობს.

თავად გიგოლაშვილების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათ სახლში დღეს ცეცხლი ხელოვნურად არ გაჩენილა. მათივე თქმით, ხანძარი შეშის ღუმელის მილიდან გაჩნდა.

გიგოლაშვილები ვაზაგაშვილების ოჯახის ახლობლები არიან.

იხილეთ ასევე: სოფელ სარიბარიში ვაზაგაშვილების ოჯახის ახლობელთა სახლის სახურავი დაიწვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ