ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ჯონი ხეცურიანი და მოქალაქე მამუკა გასვიანი დააკავა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საჯარო მოხელემ, თანამზრახველის დახმარებით, ბოლნისის ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგურის სარეკონსტრუქციო ნებართვის გაცემაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, მოქალაქისაგან ქრთამის სახით აიღო გარკვეული თანხა. ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ