სად იმყოფება, სად სწავლობს და რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ კირკიტაძის საქმეზე

სად იმყოფება, სად სწავლობს და რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ კირკიტაძის საქმეზე

დავით კირკიტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად იმყოფება და გამოძიებას თავს არ არიდებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უფლებების დამცველმა, ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განუცხადა. როგორც კონდახაშვილმა აღნიშნა, გამოძიებას ჰქონდა ინფორმაცია კირკიტაძის ამერიკაში ყოფნის შესახებ.

"იგი ოფიციალურად იმყოფება ერთ-ერთ უნივერსიტეტში სასწავლებლად. მას გამოძიებასთანაც ჰქონდა კომუნიკაცია. უკევ რამდენიმე თვეა, საქართველოში არ არის. ორწელიწადნახევარი ამ გამოძიების დაწყებიდან იგი ქვეყანაში იმყოფებოდა, თუმცა დაბარება მოხდა მას შემდეგ, რაც იგი ამერიკაში იმყოფება. დავით კირკიტაძე გამოძიებას თავს არ არიდებს", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

"ინტერპრესნიუსმა" კირკიტაძის სასწავლო ვიზისა და არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთის ფოტო მოიპოვა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ქვემო ქართლის ყოფილ რწმუნებულს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო - 10 ათასი ლარი შეუფარდა.

პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებულ-გუბერნატორი დავით კირკიტაძე.

გამოძიებიების ინფორმაციით, 2011-2012 წლებში, დავით კირკიტაძის მითითებით, ქვემო ქართლის გუბერნიის კუთვნილმა სპეც-ტექნიკამ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უსასყიდლოდ შეასრულა სამუშაოები დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძისა და ყოფილი საჯარო მოხელის, გიორგი უდესიანის ერთობლივი კომპანიების, შპს "ავტოჰაუს-რუსთავი 2011"-ისა და შპს "ტიტანი 2011"-ის სასარგებლოდ, თბილისი-რუსთავის

გზატკეცილზე ავტობაზრობის მშენებლობის დროს, რითაც სახელწიფოს მიადგა 248 400 ლარის მატერიალური ზიანი.

ამასთან, კირკიტაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კი იგი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით. საგამოძიებო სამსახური აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში, გეგმავს, რომ დავით კირკიტაძეზე ძებნა გამოაცხადოს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ