ყალბი ლარის დამზადება-გასაღების ფაქტზე, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

ყალბი ლარის დამზადება-გასაღების ფაქტზე, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა.

დაკავებულია 7 პირი, მათ შორის - დაკავებულები არიან გ. ქურცაძე, ბ. შანავა და ბ. ყურაშვილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, სისტემატიურად ახდენდნენ ყალბი 20, 50 და 100 ლარიანი კუპიურების დამზადებას და შემდგომ მათ გასაღებას საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე.

საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება იმის დასადგენად, თუ რა რაოდენობის ყალბი ლარის კუპიურების გასაღება მოხდა ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ. ძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ