გიგი უგულავას ქვისლი, გიორგი ღონიაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

გიგი უგულავას ქვისლი, გიორგი ღონიაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ქვისლი, გიორგი ღონიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. ღონიაშვილი "სითი-პარკიდან" უკანონო თანხების ლეგალიზაციის საქმეზე, გიგი უგულავასთან ერთად არის ბრალდებული. დღეს, პროკურატურამ იმ მოტივით, რომ ღონიაშვილს წინასწარი პატიმრობის ვადა სამ მარტს ეწურებოდა, მისი 10-ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

მოსამართლე ნინო სანდოძემ კი, ბრალდებული ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე გაათავისუფლა. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, გიგი უგულავას პატიმრობის ვადა აპრილში ეწურება, წინასასამართლო სხდომის ფარგლებში, დაცვის მხარემ უკვე დააყენა შუამდგომლობა, უგულავას გათავისუფლების შესახებ, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, ყოფილი მერი პატიმრობაში რჩება. რაც შეეხება საქმის განხილვის მიმდინარეობას, განხილვის ვადად 9 თვეა გათვლილი, თუმცა არსებითი განხილვა ჯერ არ დასრულებულა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ