"ადეიშვილი სადაც უნდა წავიდეს, ვიპოვი და გავუსწორდები!"- ბიზნესმენი სამართალს ამაოდ ეძებს?!

"ადეიშვილი სადაც უნდა წავიდეს, ვიპოვი და გავუსწორდები!"- ბიზნესმენი სამართალს ამაოდ ეძებს?!

ხელისუფლებამ ა.წ. თებარვლისთვის კი დაანონსა, რომ სამართლიანობის აღდგენას დაიწყებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ამისთვის ჯერაც ვერ მოიცალეს. ბიზნესმენი ზურაბ ფილიპია წინა ხელისუფლების მორიგი მსხვერპლია, რომელიც ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ მუქარით აიძულეს საკუთარი ქონება სახელმწიფოსთვის გადელოცა. მატერიალური და მორალური ზიანის გარდა, მას და მის მეუღლეს ჯანმრთელობის მდგომარეობაც სერიოზულად შეერყათ და დღემდე ვერ გამოსულან მდგომარეობიდან. ზურაბ ფილიპია მის ტრაგედიაში ბრალს ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს სდებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მომჩივანის სარჩელი არ დააკმაყოფილა და პროკურატურამ მის საქმეში "სს დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა", დაზარალებული ბიზნესმენი სამართლის ძიებას დღემდე აგრძელებს.

ზურაბ ფილიპია:

- შპს "დასავლეთ საქგაზმშენი", რომლის გენერალური დირექტორიც ვიყავი, 1992 წელს შეიქმნა. ჩვენი ძირითადი საქმიანობა გაზსადენების, ნავთობსადენებისა და წყალსადენების მშენებლობა იყო. 2005-06 წლებში ვმუშაობდი დასავლეთ საქართველოს რაიონების გაზიფიკაციაზე და მთავრობა სადაც მეტყოდა, სამუშაო საჩუქრად გაგვიკეთეო, ვაკეთებდი. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მაგ. 2008 წელს, ლანჩხუთსა და ოზურგეთში 200 000 ლარის სამუშაო მაქვს უფასოდ ჩატარებული. გარდა ამისა, მონაწილეობა მივიღე ქუთაისის რამდენიმე ქუჩის მოპირკეთებაში. 2009 წელს ტენდერში ვმონაწილეობდი, გავიმარჯვე და 4-5 რაიონში წყალსადენები, ფოთში კი ბინები ავაშენე ლტოლვილებისთვის.

2009 წლის ივლისიდან დაიწყეს პროკურატურაში ჩემი დაბარება, გადასახადების დამალვას მედავებოდნენ. ქუთაისში, თეთრ ხიდთან აშენებული მქონდა ულამაზესი შენობა, რომელშიც მეუღლეს კერძო სკოლა ჰქონდა გახსნილი. როცა ქუთაისში მიდიოდა მშენებლობები, ხელისუფლებამ ახლადაშენებული შენობა დამანგრევინა, ბავშვები გარეთ გამომაყრევინა და თავიანთი პროექტის მიხედვით გადამაკეთებინეს, სასტუმროს გაკეთება უნდოდათ. გამომძიებელმა დიმიტრი ჩაფიძემ პირდაპირ მითხრა, ადეიშვილსა და მერაბიშვილს მოუნდათ ეს შენობა და შემოგითვალეს, 10 დღეში დაგვითმეო. თურმე მიშასთვის სწადდათ აპარტამენტების გაკეთება. უარი ვუთხარი მეუღლის გამო, ის წარმატებული დირექტორი იყო და მისი სკოლა ქუთაისში საკმაოდ პრესტიჟულად ითვლებოდა. მასზე უკეთესი დიზაინის შენობა ქალაქში არ დგას. რაც მანამდე მოუთხოვიათ, უარი არაფერზე მითქვამს, უკან არ დამიხევია, მაგრამ სკოლის დათმობას არ ვაპირებდი. ჩემი უარის შემდეგ, გადაწყვიტეს ფინანსური შემოწმება. სკოლის შენობის სანაცვლოდ, რომელიც მეუღლის სახელზე იყო გაფორმებული, მიწის ნაკვეთებს, თბილისის ბინას ვთავაზობდი, მაგრამ უარს ამბობდნენ. მთავარ პროკურორთან, ადეიშვილთან შეხვედრა მოვითხოვე, მაგრამ მითხრეს, აზრი არ აქვს, ასე თქვა, რადგან გვევაჭრება, ჩასვით და იქეთ შეგვეხვეწებაო.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ