შსს-მ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შსს-მ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული შოთა მ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა შოთა მ. იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ქობულეთი-ურეკის საავტომობილო გზაზე ტაქსით გადაადგილდებოდა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 1,394 გრ ჰეროინი ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ