"დაადგინეს, რომ კი არ დაგორდა, შვილმა ცემაში ამოხადა სული" - კახეთში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის დეტალები

"დაადგინეს, რომ კი არ დაგორდა, შვილმა ცემაში ამოხადა სული" - კახეთში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის დეტალები

თელავის რაიონის სოფელ იყალთოში 43 წლის მამაკაცმა 76 წლის მამა ცემით მოკლა. სამართალდამცავთა ინფორმაციით ტრაგედია ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დანაშაულში ეჭვმიტანილი ვასილ არსენიშვილი ცხელ კვალზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ის რამდენჯერმეა ნასამართლევი.

ადგილობრივების თქმით, მართალია შვილი ცალკე ცხოვრობდა, მაგრამ მამას ხშირად სტუმრობდა. კონფლიქტის ძირითადი მიზეზი კი ალკოჰოლი იყო. როგორც ახლობლები ამბობენ, შვილი ბევრს სვამდა, რის გამოც მამა საყვედურობდა, კონფლიქტიც ასე იწყებოდა, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შვილი მამას სასიკვდილოდ გაიმეტებდა.

მარინა, იყალთოს მკვიდრი:

- რაც ციხიდან გამოვიდა, სულ ჩხუბობდა. საცოდავი მოხუცი ბევრს ითმენდა, უვარგისი შვილი მშობლისთვის მაინც შვილია, ცდილობდა, როგორღაც ნორმალური ცხოვრებისკენ მოებრუნებინა, მაგრამ ვერაფერი გააწყო... ბიჭი გამუდმებით სვამდა. სვამდა და ჩხუბობდა. მამასთან არ ცხოვრობდა, თუმცა ხშირად მოდიოდა. არ ვიცი თავის ოჯახში რას აკეთებდა, მაგრამ აქ მოსული სულ შარზე იყო. ეს სწყალი მოხუცი კარგი ადამიანი იყო, დღე და ღამე მუშაობდა. პატიოსანი კაცი იყო, მაგრამ ხომ იცით, ყოველთვის არ ხდება, რომ კარგ მშობლებს კარგი შვილი ჰყავდეთ...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ