19 წლის ნანა გიგლემიანის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - ქუთაისში მომხდარი ავარიის ახალი დეტალები

19 წლის ნანა გიგლემიანის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - ქუთაისში მომხდარი ავარიის ახალი დეტალები

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 6 თებერვალს ქალაქ ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი 1990 წელს დაბადებული გიორგი ი. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 6 თებერვალს მისი მართვის ქვეშ მყოფი "გაზ-53"-ის მარკის სატვირთო ავტომობილით ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე ქვეითად მოსიარულეს - 19 წლის ნანა გიგლემიანს შეეჯახა, რის შედეგადაც ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და სხვადასხვა სახის ექსპერტიზების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ სხვა სახის ავტომობილს ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობა არ მიუღია. აღნიშნული დადასტურებულია შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ "გაზ 53"-ი მოდელის სატვირთო ავტომობილზე არსებული დაზიანებებით, თავად მძღოლის, მისი მგზავრების და სხვა უშუალო თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებით. ასევე ჩატარებული სასამართლო სამედიცინო, ქიმიურ-ტრასოლოგიური და კომპლექსური ავტოტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ექვსი სხვადასხვა სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერების გაშიფვრით და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით.

გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპულატაციის წესების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით).

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ