ვინ გაძარცვა რუსთავის ხარების სახელობის ეკლესია - პოლიციამ ორი პირი დააკავა

ვინ გაძარცვა რუსთავის ხარების სახელობის ეკლესია - პოლიციამ ორი პირი დააკავა

შსს-მ რუსთავში, ხარების სახელობის ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა. როგორც

"ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, უწყების ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი არასრულწლოვანი - 2003 წელს დაბადებული ბექა ო. და 2001 წელს დაბადებული ზაზა ს. ქურდობის ბრალდებით რუსთავში დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვნები 22 თებერვალს, რუსთავში, ხარების სახელობის ეკლესიაში ღამით შეიპარნენ და შესაწირი ყუთიდან 420 ლარი მოიპარეს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულებს ეკლესიაში შესვლის დროს ორი ხატი გაუტყდათ, რომლებიც ეკლესიის სახურავზე გადამალეს. სამართალდამცველებმა დაზიანებული ხატები ეკლესიის მსახურებს დაუბრუნეს. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, არასრულწლოვანი დაკავებულები სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ