ნემცოვის მეგობარი გოგონა ჰიპნოზის მეშვეობით დაკითხეს - რა გაიხსენა მკვლელობის ფაქტზე ანა დურიტსკაიამ

ნემცოვის მეგობარი გოგონა ჰიპნოზის მეშვეობით დაკითხეს - რა გაიხსენა მკვლელობის ფაქტზე ანა დურიტსკაიამ

რუსი ოპოზიციონერი, ბორის ნემცოვი გუშინ საღამოს კრემლთან ახლოს მდებარე ხიდზე მოკლეს. მაშინ როდესაც ის ვახშმობის შემდეგ უკრაინელ მოდელ ანნა დურიტსკაიასთან ერთად სეირნობდა. მას ცეცხლი თეთრი "ფორდის" მარკის ავტომობილიდან გაუხსნეს. ნემცოვს ოთხი ტყვია ზურგის არეში მოხვდა, რის გამოც ოპოზიციონერი ადგილზევე გარდაიცვალა.

მეგობარი გოგონა, რომელიც რუსი ოპოზიციონერის მკვლელობას შეესწრო, ჰიპნოზის მეშვეობით დაკითხეს.

ფსიქოლოგებმა გადაწყვიტეს ჰიპნოზის საშუალებით უკრაინელ მოდელს აღედგინა პროცესები, რომელიც სროლისას განხორციელდა. თუმცა სპეციალისტთა განცხადებით, ერთადერთი რისი გახსენებაც უკრაინელმა 23 წლის ანა დურიტსკაიამ შესძლო არის ის, რომ მკვლელს სავი ფერის ტანსაცმელი ეცვა. გამოცემა "რენ.ტვ"-ის ინფორმაციით, ანა დურიტსკაიამ ვერც მანქანის მოდელი და ვერც ნომერი ვერ დაასახელა.

ტეგი: ყველა სიახლე ბორის ნემცოვის მკვლელობის შესახებ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ