სანკტ-პეტერბურგში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი "პაწა" დააკავეს

სანკტ-პეტერბურგში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი "პაწა" დააკავეს

სანკტ-პეტერბურგში რუსმა სამართალდამცველებმა ქართველი ე.წ. "კანონიერი ქურდი", 51 წლის შოთა იმნაიშვილი, რომელსაც კრიმილალურ სამყაროში "პაწას" სახელით იცნობენ, შემთხვევით დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველები სულ სხვა სისხლის სამართლის საქმეს იძიებდნენ და მისი დაკავება ჩატარებული ჩხრეკის დროს მოხდა. პირადი ჩხრეკისას იმნაიშვილს 1,82 გრ ამფეტამინი აღმოაჩნდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, შოთა იმნაიშვილი პირველად პოლიციის ყურადღების ქვეშ ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში მოხვდა, 16 წლიასა კი ძარცვისთვის გაასამართლეს. საქართველოში მან 10 წელზე მეტი მოიხადა. 90-იანი წლებიდან ის რუსეთში ცხოვრობს. 1997 წელს მოსკოვის "შერემეტიევოს" აეროპორტში დააკავეს, როდესაც მეთადონის შპრიცები აღმოაჩნდა, 1999 წელს კი ავტოსაგზაო პოლიციამ ორი პაკეტი ჰეროინი აღმოუჩინა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ