ბათუმელმა მამაკაცმა 11 წლის უმწეო გოგონა პირუტყვის სადგომში შეიყვანა და...

ბათუმელმა მამაკაცმა 11 წლის უმწეო გოგონა პირუტყვის სადგომში შეიყვანა და...

გასულ კვირას ბათუმის სასამართლომ 24 წლის მამაკაცი უმძიმესი ბრალ­დებით გაასამართლა. მას 11 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის 16 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდეს. შემზარავი ფაქტი 2014 წლის 16 ნოემბერს ქედის მუნიციპალიტეტის ერთ სოფელში მოხდა.

რამაზ შავაძე, აჭარის პროკურატურის უფროსი პროკურორი: "24 წლის მამაკაცმა მეზობლის 11 წლის უმწეო გოგონა პირუტყვის სადგომში შეიყვანა და მასთან გაუკუღმართებული ფორმით დაამყარა სქესობრივი კავშირი. გოგონა გონებაჩამორჩენილია, აქვს ეპილეფსია და ფსიქიკური პრობლემები. ბავშვმა მშობლებს ყველაფერი უამბო და მეორე დღესვე დაიწყო გამოძიება. დამნაშავეს 16 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ბრალდებულის ადვოკატი რამინ გვარიშვილი: "ბრალ­დებულმა პირველი დღიდანვე ითანამშრომლა გამოძიებასთან. სამწუხაროდ, მისი გულწრფელი აღიარება არც პროკურატურამ და არც სასამართლომ არ გაითვალისწინა. ჩვენ საპროცესო შეთანხმების გაფორმება შევთავაზეთ პროკურატურას, სამწუხაროდ, სასამართლო პროკურატურიდან ოფიციალური პასუხის მიღებასაც არ დაელოდა, ისე გამოიტანა განაჩენი".

შორენა შარაძე: ქედის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოცმუშაკი: "ამ სახლში 5 მცირეწლოვანი იზრდება. სოციალურად დაუცველები არიან, უკიდურესად უჭირთ და ჩართულები არიან კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პროგრამაში. გოგონა ინკლუზიურ სწავლებაში იყო მანამდეც და ახლაც მასწავლებლები მუშაობენ მასთან".

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

"ტრაგედიის ადგილის კადრებში დაინახეს ოჯახის წევრებმა გიგას მანქანა. მას მერე ეძებდნენ" - ვინ იყო "დეჟავუში" მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი 26 წლის ახალგაზრდა?

რა კომენტარს აკეთებს აშშ-ის ელჩი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ის ჩართვის საკითხზე

"მივეხმარები გამოძიებას და ბევრ ჩვენებას გავასაჯაროებ, ეს არის მწყემსების ჩვენებები, ისინი რადიკალურად ცვლის გამოძიების ვერსიას" - ადვოკატი