"ბორის ნემცოვის საქმე გაუხსნელი დარჩება"

"ბორის ნემცოვის საქმე გაუხსნელი დარჩება"

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორი ჯეიმს კლეპერი უშვებს, რომ რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობა გაუხსნელი დარჩება. "ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ამის შესახებ კლეპერმა ნიუ-იორკში საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოში განაცხადა.

დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, ამერიკის სადაზვერვო საზოგადოებას არ გააჩნია ინფორმაცია რუსი პოლიტიკოსის მკვლელობის შესახებ.

"ჩვენ არ ვიცით, არ გაგვაჩნია უნიკალური მონაცემები იმაზე, თუ ვინ გააკეთა ეს. გავრისკავ და ვიტყვი, რომ ჩვენ ამას ვერასოდეს გავიგებთ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, თავად პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საკუთარ გამოძიებას ჩაატარებს", - განაცხადა კლეპერმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ