საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომელი მიხეილ ქვირია დააკავეს

საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომელი მიხეილ ქვირია დააკავეს

ანტიკორუფციული სამსახურის წარმომადგენლებმა საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომელი მიხეილ ქვირია დააკავეს. ტელეკომპანია "რუთავი 2"-ის ინფორმაციით, საბურთალოს გამგებელი ბექა მიქაუტაძე ქვირიას დაკავებას ადასტურებს, თუმცა მისთვის უცნობია, კონკრეტულად რის გამო აიყვანეს იგი. საბურთალოს გამგებელი გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილსაც გამოთქვამს და შესაბამის უწყებებს მოუწოდებს საქმეში არსებული დარღვევები დეტალურად გამოიძიოს.

მიქუტაძის განმარტებით, დაკავებული საბურთალოს გამგეობაში 2010 წლიდან მუშაობდა. მიხეილ ქვირია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დეპარტამენტში წამყვანი სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ