ამ წუთებში ინგოროყვას კლინიკაში ირაკლი გედენიძის დაკითხვა მიმდინარეობს

ამ წუთებში ინგოროყვას კლინიკაში ირაკლი გედენიძის დაკითხვა მიმდინარეობს

გედენიძე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ჯერ კიდევ კლინიკაში იმყოფება. ექიმების ცნობით, მას კლინიკაში დარჩენა არ მოუწევს და უახლოეს საათებში გაწერენ. მათივე განმარტებით, გედენიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის მორიგე ექიმის, ილია ოქროჯანაშვილის განცხადებით, გედენიძეს ჩაუტარდა თავის, ხერხემლისა და კისრის კომპიუტერული ტომოგრაფია და ამ ეტაპზე ძლიერი დაზიანება არ არის აღმოჩენილი. ექიმის თქმით, პირველადი დახმარებით დადასტურდა, რომ პაციენტს ქვედა ტუჩის ლორწოვანის ნახეთქი ჭრილობა აღენიშნება, რომელიც ყბა-სახის ქირურგმა დაუმუშავა. მორიგე ექიმის თქმით, მდგომარეობა სტაბილურია.

ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. გედენიძე, რომელსაც აქციის "შემოულაწუნე" მონაწილემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და კამერა დაუმტვრია, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.

ირაკლი გედენიძე ვარდების მოედანზე აქციას აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ის პროვოკაციაში დაადანაშაულა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია.

აქციის ორგანიზატორი იყო სამი პოლიტიკური ძალა: "რეფორმატორები", "თავისუფალი საქართველო" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა". მათ აღნიშნული აქცია სახელწოდებით – "შემოულაწუნე" რამდენიმე ხნის წინ დააანონსეს. მათი თქმით, ისინი ლარის გაუფასურებასა და ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებენ. დღეს ისინი "ვარდების" მოედანზე შეიკრიბნენ და ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მსვლელობა გამართეს.

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე# ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ