შსს-მ მესტიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა

შსს-მ მესტიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული მირიან ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით სოფელ ჭუბერში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, მირიან ნ-მ მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში, საკუთარ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს, 1986 წელს დაბადებულ ლევან ჩ-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ