რატომ მოკლა პოლიციელმა ძმები ბოჭორიშვილები - რას ჰყვებიან მეზობლები

რატომ მოკლა პოლიციელმა ძმები ბოჭორიშვილები - რას ჰყვებიან მეზობლები

"პოლიციის თანამშრომელს ანდრო და ირაკლი ბოჭორიშვილების ვალი ჰქონდა. ძმები სახლთან ავტომანქანის ზეთს ყიდდნენ. პოლიციელს რამდენჯერმე ზეთი შეუცვალეს. დილით სთხოვეს, რომ თანხა გადაეხადა. ეს შეურაცხყოფად მიიღო. ცოტა ხნის შემდეგ მივიდა, ნასვამ მდგომარეობაში იყო, იარაღი ამოიღო და ორივეს ესროლა. ანდრო ადგილზე დაიღუპა", – განუცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის მეზობლებმა.

30 წლამდე ასაკის ძმებ ანდრო და ირაკლი ბოჭორიშვილებს დღეს, დაახლოებით 16:30 საათისთვის, თელავში, ე.წ. "სამხედრო ქალაქთან", საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ესროლეს. სროლის შედეგად ანდრო ბოჭორიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ირაკლი კი თელავის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ყველა ინფორმაცია მკვლელობის შესახებ იხილეთ ტეგზე #მკვლელობა თელავში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ