შსს-ს კომენტარი კახა კუკავას დააკავების შესახებ

შსს-ს კომენტარი კახა კუკავას დააკავების შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "თავისუფალი საქართველოს" ლიდერის, კახა კუკავას დაკავება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, კუკავას "თავისუფალი თაობის" ლიდერ ლადო სადღობელაშვილთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა.

"როცა ლადო სადღობელაშვილის დაკავება და იზოლატორში მისი გადაყვანა ხდებოდა, მაშინ კახა კუკავას მასთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა. შესაბამისად, მისი დაკავება მოხდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე", - აცხადებენ შსს-ში.

იხილეთ ასევე: კახა კუკავა დაიჭირეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ