პროკურატურამ გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

პროკურატურამ გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

პროკურატურამ გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

პროცესი, სადაც თბილისის ყოფილი მერისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ, ხვალ, 12:30 საათზე დაინიშნა.

რაც შეეხება 7 ნოემბრის საქმეზე სხვა ბრალდებულებს - მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილს, პროკურატურას მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

პროკურატურამ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალი ბრალი წაუყენა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალდება დაუზუსტდათ, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი უგულავას კი – დაუმძიმდათ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ