გიგი უგულავა - სასამართლო არის "ივანიშვილის ჩმორი" და ემსახურება მისი იდეების "გაპრავებას"

გიგი უგულავა - სასამართლო არის "ივანიშვილის ჩმორი" და ემსახურება მისი იდეების "გაპრავებას"

გიგი უგულავა სასამართლო პროცესებზე დასწრებას აღარ აპირებს. ამავე თხოვნით მან საკუთარ მხარდამჭერებსა და თანაპარტიელებსაც მიმართა. როგორც გიგი უგულავამ დღევანდელ პროცესზე განაცხადა , სასამართლო არის "ივანიშვილის ჩმორი" და ემსახურება მისი იდეების "გაპრავებას", შესაბამისად, პროცესებზე დასწრებას არანაირი აზრი არ აქვს.

"მე პროცესში მონაწილეობის მისაღებად არ მოვსულვარ. ეს ყველაფერი ფარსია. კონსტიტუციას აუპატიურებენ. სასამართლო და პროკურატურის ქმედება გავიდა კონსტიტუციური სივრციდან. წინასწარ არის ცნობილი გადაწყვეტილება და ფარსში არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას. გადაწყვეტილება ივანიშვილის მიერ არის მიღებული", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

დედაქალაქის ყოფილმა მერმა მოსამართლესაც მიმართა და უთხრა, რომ მას არავინ ეკითხება გადაწყვეტილებას და ის სპეციალურად განაწესეს მის პროცესზე, რათა სწორედ ის გადაწყვეტილება იყოს მიღებული, რაც ივანიშვილს აწყობს. მისივე თქმით, საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც ადამიანი წინასწარ პატიმრობაში მთელი ცხოვრება უნდა იყოს და "პროკურატურას სურს პატიმრობის 9-თვიანი ათვლა ხელახლა დაიწყოს".

გიგი უგულავას თქმით, მისი დაკავება იყო პოლიტიკური და, შესაბამისად, მისი გათავისუფლებაც იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. გიგი უგულავას განცხადებას სასამართლო პროცესზე დამსწრეები, მისი მხარდამჭერები ტაშით შეხვდნენ, რის შემდეგაც სხდომის დარბაზი შეძახილების ფონზე დატოვეს.

გიგი უგულავას მხარდამჭერები პროკურორებს ჩმორებს უწოდებდნენ და რიტორიკული კითხვით მიმართავდნენ, თუ როგორ არ რცხვენიათ ასეთი საქციელის. სხდომის დარბაზის დატოვების შემდეგ სასამართლო დარბაზში მხოლოდ მოსამართლე, ადვოკატები და პროკურორები დარჩნენ და სხდომა გაგრძელდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ