გიგი უგულავას პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივდა

გიგი უგულავას პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა. განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯემალ კოპალიანმა გამოაცხადა.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ აღნიშნა, განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრბენ.

"გიორგი უგულავას ხელახლა შეეფარდა პატიმრობა, რაც ნიშნავს, რომ ხელყოფილია კონსტიტუციით გარანტირებულ უფლება, რომ პირის პატიმრობის ვადა არ აღემატებოდეს 9 თვეს. როდესაც დრო მოვა, ამას შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა. აუცილებლად გავასაჩივრებთ, თუმცა სააპელაციოს დიდი იმედი არ გვაქვს, რამდენადაც სააპელაცო სასამართლომ სრულიად უკანონოდ ერთხელ უკვე ძალაში დატოვა მოსამართლე გოგინაშვილის განჩინება უგულავას პატიმრობის შეფარდების თაობაზე", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მოსამართლე ჯემალ კოპალიანს გადაწყვეტილების გამოცხადება ცარიელ დარბაზში მოუწია. პროცესს მხოლოდ ადვოკატები, პროკურორები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. გიგი უგულავამ დღეს განაცხადა, რომ სასამართლო პროცესებს აღარ დაესწრება და მხარდამჭერებსაც იგივესკენ მოუწოდა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ