"არ ვიცი, რამ გაამხეცა ასე, რომ ცოლი საკუთარი ხელებით გაგუდა" - მორიგი ტრაგედია თბილისში

"არ ვიცი, რამ გაამხეცა ასე, რომ ცოლი საკუთარი ხელებით გაგუდა" - მორიგი ტრაგედია თბილისში

"უპატიოსნესი გოგო იყო სუზი. უსიტყვო და ძალიან კეთილშობილი. დილიდან საღამომდე დაუღალავად შრომობდა, რათა ოჯახს არაფერი მოკლებოდა. შოკში ვართ მომხდარით, რის გამო უნდა გაემეტებინა ჩიტივით უწყინარი ადამიანი?!" - ამბობს 32 წლის, ქმრის მიერ მოკლული, ქალბატონის ახლობელი. ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მორიგი მკვლელობა თბილისში, არსენალის მთის ქუჩაზე მოხდა.. გამოძიების ინფორმაციით, გამთენიისას ბრალდებულმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლე - 1983 წელს დაბადებული სუზანა ს. მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული პირი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. სამართალდამცველებმა 1979 წელს დაბადებული რაფაელ შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავეს.

მარიანა, ოჯახის ახლობელი:

- სუზი ისეთი თბილი და ოჯახის მოყვარული გოგო იყო, ამისთანა რამეს როგორ ვიფიქრებდით. სულ ქმარზე ლაპარაკობდა, მასზე ზრუნავდა. პატარა ბავშვივით დაჰფოფინებდა თავს. სულ იმას ნერვიულობდა, - რაფიკას უნდა მივხედოო. არც იმ ბიჭისთვის შეგვიმჩნებია რამე ცუდი. ჩვეულებრივი მშრომელი ბიჭი იყო. სუზი ისეთი უსიტყვო გოგო იყო, რამე უსიამოვნება რომ ჰქონდიათ ოჯახში, მაინც არ იტყოდა. მათი სახლიდან გამოსული ხმაური არასდროს გაგვიგია.

- შვილი ჰყავთ?

- დიახ, 13 წლის ბიჭი ჰყავთ... საწყალი ბავშვი ისეთ დღეშია... ძალიან ვნერვიულობთ მასზე. ისეთი თვალები აქვს, გული მოგიკვდება. ერთ დღეში დაკარგა ორივე მშობელი. არ ვიცი, როგორ უნდა იცხოვროს იმ სახლში, სადაც მამამ დედა მოუკლა...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ