იტალიაში ქართველთა დანაშაულებრივი დაჯგუფების სქემა გაშიფრულია: როგორ იყენებენ ქართველ ქალებს ძარცვისთვის

იტალიაში ქართველთა დანაშაულებრივი დაჯგუფების სქემა გაშიფრულია: როგორ იყენებენ ქართველ ქალებს ძარცვისთვის

იტალიის ქალაქების, ფლორენციისა და ემპოლის პოლიციამ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება აიყვანა, რომელიც ბოლო პერიოდში რეგიონში ბინების გახშირებული ქურდობის ავტორია. დაკავებულია ქართულ-რუმინულ-ბულგარული დაჯგუფების თორმეტი წევრი. მიმალვაში რჩება ორი ეროვნებით ქართველი პიროვნება. დაკავებულთაგან ერთი რუმინელია, ერთი ბულგარელი და ათი ქართველი, რომელთაგან ცხრა იტალიის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფება. დაჯგუფების ორი წევრი ქალია, რომლებიც ოჯახებში მოხუცების მომვლელებად იწყებდნენ მუშაობას, გასაძარცვი ბინების შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ და დაჯგუფების დანარჩენ წევრებს აწვდიდნენ. პოლიციის განცხადებით,  ჯაჭვის მთავარ რგოლს სწორედ ეს ქალბატონები წარმოადგენდნენ. დანარჩენ წევრებს ერთმანეთთან კავშირის სწორედ მათი საშუალებით ჰქონდა.

პოლიციას დაჯგუფება კონტროლზე გასული წლის ოქტომბრის თვიდან ჰყავს, როდესაც ერთმა პიროვნებამ ქალაქ ემპოლის ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში გამყიდველს საეჭვო წარმომავლობის ძვირფასეულობა აჩვენა. აქედან დაიწყო მათზე თვალთვალი და მათი სატელეფონო საუბრების მოსმენა.

ოთხი პიროვნება მაშინ დააკავეს, როდესაც იტალიის დატოვებას ცდილობდნენ. ამოღებულ ნივთებს შორის ძირითადად ძვირფასეულობა და ძვირადღირებული ტექნიკაა.

როგორც ძალოვანებმა ჟურნალისტებისათვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, საქმე ეხება ბინების ძარცვაში დახელოვნებულ და პროფესიონალ ქურდებს.

ფლორენცია, სესტო ფიორენტინო, ემპოლი, ფუჩეკიო, ვინჩი, პონტედერა, პიზა და გენუა, ეს ის ქალაქებია სადაც ძირითადად "მუშაობდნენ" დაჯგუფების წევრები. ქურდები Lockpicking ტექნიკას იყენებდნენ.

პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ პირველივე საეჭვო პიროვნების ან მოქმედების შესახებ აცნობონ პოლიციას. მაქსიმალურად გააძლიერონ სახლის დაცვის სისტემა, რადგან ეს დაჯგუფება პირველივე დაბრკოლებისთანავე უკან იხევდა, არ რისკავდა და სხვა, ნაკლებად დაცულ ბინაში ინაცვლებდა. პოლიცია ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად დარწმუნდნენ იმ პიროვნების წესიერებასა და წარსულში, რომელთაც სახლში უშვებენ მომვლელებად და დამლაგებლებად.

სოსო აბულაძე

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ