პროკურატურაში ირაკლი ალასანიას ყოფილი მოადგილის დაკითხვა მიმდინარეობს

პროკურატურაში ირაკლი ალასანიას ყოფილი მოადგილის დაკითხვა მიმდინარეობს

არსებული ინფორმაციით, პროკურატურაში თავდაცვის მინისტრობის დროს ირაკლი ალასანიას მოადგილე ზაზა ბროლაძეს კითხავენ, - აღნიშნულ ინფორმაციას საგამოძიებო უწყებაში ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის თქმით, მას ბროლაძის დაკითხვის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. ზაზა ბროლაძე თავდაცვის მინისტრობის დროს ირაკლი ალასანიას მოადგილე იყო და 2012 წელს შესყიდვებს ხელმძღვანელობდა. 2013 წლის 23 ნოემბერს კი იგი ალექსი ბატიაშვილმა შეცვალა, რომელიც ე.წ. კაბელების საქმეში ერთ-ერთი მოწმეა.

არსებული ინფორმაციით, ბროლაძის დაკითხვა სწორედ კაბელების საქმეს უკავშირდება. სავარაუდოდ, სადავო შესყიდვები, რომელზეც თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი აქვს წარდგენილი და პატიმრობაში იმყოფება, სწორედ ზაზა ბროლაძის მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდს ემთხვევა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ