შსს-მ ბრიუსელის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირი დააკავა

შსს-მ ბრიუსელის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრიუსელის ინტერპოლის მიერ ყაჩაღობის ორგანიზებისა და ყაჩაღობისთვის საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირი დააკავა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას ბრიუსელის ინტერპოლის მიერ 18.11.2014 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 15.01.1977 წ. დაბადებული მუზაფერ უსტაბაში დააკავეს.

მუზაფერ უსტაბაშს ბრალად ედება ბელგიის სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე, 322-ე, 323-ე, 461-ე, 468-ე, 471-ე, 472-ე და 484-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა რაც ყაჩაღობის ორგანიზებას ან ყაჩაღობას გულისხმობს.

2011 წელს ქალაქ ანდერლეხტში მდებარე ბულგარული სატრანსპორტო კომპანიის "ექსპრესტრანსი"-ს მძღოლის მიერ გაკეთებული იქნა განაცხადი მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის შესახებ. პოლიციელებად გადაცმული 5 შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა კომპანიაში, გაანეიტრალეს - "თურკისჰ ჭაყ"-ში მყოფი 5 დისპეტჩერი, აიყვანეს ისინი მძევლებად და მუქარით წაართვეს კონვერტი, რომელშიც სავარაუდოდ იყო 56-დან 87 700 ევრომდე თანხა. აგრეთვე იქ მყოფ პირებს წაართვეს მობილური ტელეფონები და პირადი ნივთები. გამოძიების შედეგად დადგენდა, რომ აღნიშნული დანაშაული სავარაუდოდ მომზადებული იყო ვინმე "ტოტი"-ს მიერ. შემდგომი ღონისძიებების შედეგად "ტოტი" იდენტიფიცირებული იქნა როგორც მუზაფერ უსტაბაში.

ამჟამად მუზაფერ უსტაბაში დაკავებულია და გადაყვანილია აჭარა-გურიის დროებითი მოთავსების იზოლატორში. მის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ