რუსეთში ქართველების ჯგუფი დააკავეს, რომლებიც ციხეში ნარკოტიკების შეტანას ცდილობდნენ

რუსეთში ქართველების ჯგუფი დააკავეს, რომლებიც ციხეში ნარკოტიკების შეტანას ცდილობდნენ

სანკტ-პეტერბურგის პოლიციამ ქართველების ჯგუფი დააკავა, რომლებიც წუხელ 6 გრამამდე ჰაშიშისა, 5 გრამამდე "ამფეტამინისა", ასევე, ორი მობილური ტელეფონის ქალაქის #1 იზოლატორში შეტანას აპირებდნენ.

"ბალტინფოს" ცნობით, ნარკოტიკული საშუალებები ბოთლში იყო დამალული, რომელზეც წებოვანი ლენტი იყო დახვეული.

მამაკაცის მიმართ, რომელსაც ნარკოტიკები და ტელეფონები აღმოაჩნდა, სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკების შენახვის მუხლით აღიძრება. მასთან ერთად მყოფებთან მიმართებაში კი შედგა სამართალდარღვევის ოქმი. დაკავებულთაგან ერთ-ერთი მამაკაცი აღნიშნულ იზოლატორში სასჯელს უკვე იხდიდა. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა და ვინაობა არ სახელდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ