გივი თარგამაძის პირველი კომენტარი დაკითხვის შემდეგ

გივი თარგამაძის პირველი კომენტარი დაკითხვის შემდეგ

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, გივი თარგამაძის შეფასებით, გამოძიება ცდილობს საქმე პრემიერ-მინისტრისგან ტელევიზიით მიღებულ დავალებას მიუსადაგოს. დაკითხვაზე მოწმის სტატუსით დაბარებულმა თარგამაძემ პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვა.

"მათი კითხვები იყო, როგორც წესი, სულელური - თუ რატომ არ მაქვს თან მობილური ტელეფონი, მაქვს თუ არა სურვილი ის დაათვალიერონ და ალბათ შიგნით "ჩიპი" ჩადონ და ასე შემდეგ. სხვა მხრივ რაიმე სერიოზული დაინტერესება გამოძიებას არ ჰქონია. მხოლოდ გამოსჭვიოდა ინტერესი იმისა, რომ როგორმე ამ საქმეში გახლართონ პატიოსანი პოლიციელი რუსლან ბაზიაშვილი ან დავით მანჯავიძე, რომელსაც ქურდების წარმომადგენლებმა მანქანა დაუწვეს. მხოლოდ ეს არის გამოძიების ინტერესი. ერთი რამ აშკარად ჩანდა – იმ დავალების მიხედვით, რომელიც მათ ტელევიზორიდან მიიღეს, იმ ბიჭისგან, რომელიც დღეს პრესკონფერენციაზე საოცრებებს აფრქვევდა, ცდილობენ საქმე რამენაირად მის დავალებას მიუსადაგონ", - განუცხადა ჟურნალისტებს გივი თარგამაძემ.

გამოძიებას თარგამაძესთან კითხვები შსს-ს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე აქვს. რუსლან ბაზიაშვილი ძალოვანი უწყებიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გაათავისუფლეს. სამინისტრო მას თარგამაძისთვის არასაჯარო ინფორმაციის მიწოდებას ედავება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ