გია უდესიანის პირველი კომენტარი ხარძიანის მკვლელობის ბრალდებაზე

გია უდესიანის პირველი კომენტარი ხარძიანის მკვლელობის ბრალდებაზე

გია უდესიანი მის მიამრთ გამოთქმულ ბრალდებას, რომ ხარძიანის მკვლელობის კვალი მასძთან მიდის, უარყოფს.  კომენტარი მან ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში სატელეფონო ჩართვისას გააკეთა.

"მე ოჯახის წევრების კომენტარებზე კომანტარს არ გავაკეთებ, ისინი არიან გამწარებული ადამიანები დღეს, მაგრამ მე მინდა გავაკეთო კომენტარი იმ ადამიანების შესახებ, ვინც გარედან ათას სიბინძურეს ლაპარაკობს, ეს ჯგუფი ალბათ იქ არის, რომელიც ამ შავ-ბნელ კამპანიას აგორებს, წლების განმავლობაში ხდებოდა ეს. ესეთ სიბინძურეს რომ ადამიანს დააბრალებ დაუდასტურებლად, ამაზე მეტი სიბინძურე არ არსებობს. საქართველოში არსებობენ სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად გამოიძიებენ ამ საქმეს"- განაცხადა გია უდესიანმა.

თბილისში ბიზნესმენი ბესო ხარძიანი საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, ბიზნესმენს რამდენიმე ტყვია ესროლეს.

შემთხვევა მარაბდის 25 ნომერში მოხდა. როგორც ადგილობრივები და თვითმხილველები "რუსთავი 2"-თან საუბრისას აცხადებენ, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს სწორედ იმ დროს ესროლეს, როდესაც საკუთარ სადარბაზოში შედიოდა. ამასთან, თვითმხილველები

აცხადებენ, რომ პიროვნება, რომელმაც ბიზნესმენს ესროლა, დანაშაულის ადგილას მოტოციკლით იმყოფებოდა და სახეზე შაფი ჩაფხუტი ეკეთა.

იხილეთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ბიზნესმენის მკვლელობის შესახებ თეგზე #ბესიკ ხარძიანი

სიმთვრალის გამო მეორედ დაჯარიმების შემთხვევაში, ადმინისტრაციული პატიმრობა გელით

მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრის საქმეზე დაკავებულ 56 წლის მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

დაკავებულია ქალი, რომელმაც სადაზღვევო კომპანიისგან თანხის მიღების მიზნით, მანქანა დამალა და პოლიციას უთხრა, რომ მოპარეს