რა კავშირი აქვს ლაშა ნაცვლიშვილს და ზვიად ჯანყარაშვილს ხარძიანის მკვლელობასთან

რა კავშირი აქვს ლაშა ნაცვლიშვილს და ზვიად ჯანყარაშვილს ხარძიანის მკვლელობასთან

გარდაცვლილი ბესო ხარძიანის მეგობარი ირაკლი კორძაია ხარძიანის კუთვნილი ქონების დაბრუნების ხელოვნურად შეყოვნების პროცესს ლაშა ნაცვლიშვილსა და ზვიად ჯანყარაშვილს უკავშირებს. ამის შესახებ ირაკლი კორძაიამ "იმედის" ეთერში განაცხადა.

"რაც შეეხება საქმის განვითარებას, 2012 წელს, როდესაც ბესო ხარძიანი გამოვიდა ციხიდან, როდესაც გაჩნდა იმედი, რომ ბიზნესმენებს, მათ შორის ბესო ხარძიანს, დაუბრუნდებოდათ მათი კუთვნილი ქონება, გია უდესიანის გვარის გარდა ამ საქმეში, მართალია ფარულად, მაგრამ გამოჩნდა სხვა გვარებიც. ეს გვარები არიან, ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ხელოვნურად აყოვნებდა ამ პროცესს. ეს არის ბატონი ჯანყარაშვილი, რომელსაც აქვს პირდაპირი ბიზნესინტერესები ბატონ უდესიანთან და სწორედ ეს იყო ის დაბრკოლება", _ განაცხადა კორძაიამ.

ირაკლი კორძაიას განაცხადებით, ახლობლების, მეგობრების, ვარაუდები პირდაპირ მიდის გია უდესიანთან.

"ვინც ბესო ხარძიანს კარგად იცნობს, მას პირადი მტრები არ ყოლია. ერთადერთი მტერი რომელიც მას ყავდა ეს იყო გიორგი უდესიანი, რომელიც არ არის საქართველოში", _ დასძინა კორძაიამ.

ბესო ხარძიანი მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით თავის, გულმკერდისა და მუცლის მიდამოში გადაუდებელი მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა.

იხილეთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ბიზნესმენის მკვლელობის შესახებ თეგზე #ბესიკ ხარძიანი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ