ვინ და რატომ მოკლა ბესო ხარძიანი? - "კუს ტბის" წართმევის ერთ-ერთი ვერსია

ვინ და რატომ მოკლა ბესო ხარძიანი? - "კუს ტბის" წართმევის ერთ-ერთი ვერსია

"ცუდ გაფრთხილებას ვიძლევი, - თუ არ აღდგა სამართალი, 70-იანი წლების სიცილია მონაგონი გახდება საქართველოში."

"ერთი მკვლელისკენ მიდის კვალი, რომელიც ციხეშიც კლავდა ჩემს ძმას. მთავრობას ვთხოვ, ჩემი ძმის მკვლელობა გამოიძიონ. ეს იყო ის, რაც მის ქონებას ეხებოდა, ეს იყო მისი პარტნიორი, რომელმაც ეს ყველაფერი მოაწყო, ეს არის გიორგი უდესიანი."

ბიზნესმენ ბესო ხარძიანს უცნობმა პირმა საკუთარი სახლის სადარბაზოში რამდენჯერმე ესროლა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი მოტოციკლით იყო. ბიზნესმენი თავსა და ფეხში იყო დაჭრილი და იგი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ახლობლების მტკიცებით, მკვლელობა შეკვეთილია და ის კომპლექსის "კუს ტბას" უკავშირდება. ბესო ხარძიანი მისი მფლობელი იყო და წინა ხელისუფლების დროს სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. მას ბრალი, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება-წარმოება, შეძენა-შენახვა, გადაზიდვა-გასაღებაზე ჰქონდა წაყენებული. "ცუდ გაფრთხილებას ვიძლევი, -თუ არ აღდგა სამართალი, 70-იანი წლების სიცილია მონაგონი გახდება საქართველოში." - განაცხადა ცოტა ხნის წინ ბესო ხარძიანმა ერთ-ერთ გადაცემაში. გარდაცვლილ ბესო ხარძიანის დამ მაია ხარძიანმა განაცხადა: "ერთი მკვლელისკენ მიდის კვალი, რომელიც ციხეშიც კლავდა ჩემს ძმას. მთავრობას ვთხოვ, ჩემი ძმის მკვლელობა გამოიძიონ. ეს იყო ის, რაც მის ქონებას ეხებოდა, ეს იყო მისი პარტნიორი, რომელმაც ეს ყველაფერი მოაწყო, ეს არის გიორგი უდესიანი."

რუსთავი 2"-ის ეთერსი ბრალდებას უპასუხა გია უდესიანმა: "მე ოჯახის წევრების კომენტარზე კომენტარს არ გავაკეთებ. ისინი არიან გამწარებული ადამიანები დღეს, მაგრამ მინდა გავაკეთო კომენტარი იმ ადამიანებზე, ვინც გარედან ათას სიბინძურეს ლაპარაკობს. არიან ჯგუფები, ვინც შავბნელ პიარს აგორებენ, წლების განმავლობაში ხდებოდა ეს. ასეთ სიბინძურეს რომ ადამიანს დააბრალებ დაუდასტურებლად, ამაზე დიდი სიბინძურე არ არსებობს."

ბიზნესმენისთვის "კუს ტბის" წართმევის ერთ-ერთ სცენარის შესახებ პოლიტიკოსი დიმიტრი ლორთქიფანიძე გვესაუბრება:

- ბესო ხარძიანს გლდანის სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში შევხვდი, როდესაც ის პოლიტიკურ პატიმრობაში იმყოფებოდა. მისგან მოვისმინე მისი დაპატიმრების გარემოებების თაობაზე ინფორმაცია... მოგვიანებით, როდესაც ე.წ. ციხის კადრები გავრცელდა, სასჯელაღსრულების ახლადდანიშნულმა მინისტრმა გიორგი ტუღუშმა ციხეში მიიწვია ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. საზოგადოებრივი მონტორინგის ჯგუფში, რომელიც 55 უფლებადამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრისგან შედგებოდა, მეც ვიყავი. სწორედ მაგ პერიოდში შევედი გლდანის მე-8 დაწესებულებაში. მოვინახულე როგორც პოლიტპატიმრები, ასევე სხვა პატიმრები. მაშინ საკუთარი ინიციატივით შემხვდა პატიმარი, ვინმე თოლორდავა (იმედია, გვარი არ მეშლება), რომელსაც 18 წელი ჰქონდა მისჯილი და ადრეც მრავალგზის ნასამართლევი იყო.

იხილეთ გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ