რევაზ ქურასბედიანის გაცხადებით, მას ბესიკ ხარძიანთან პირადი პრობლემები არ ჰქონია

რევაზ ქურასბედიანის გაცხადებით, მას ბესიკ ხარძიანთან პირადი პრობლემები არ ჰქონია

"კუს ტბის" მფლობელი რევაზ ქურასბედიანის გაცხადებით, მას ბესიკ ხარძიანთან პირადი პრობლემები არ ჰქონია და სასამართლო დავა ჰქონდა, - ამის შესახებ ქურასბედიანმა "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

"ბესიკ ხარძიანი ჩემი ყოფილი კომპანიონი იყო და მას შემდეგ ჩვენ სასამართლო დავა გვქონდა. სხვა არანაირი კავშირი არ გვქონია. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. მე მას კარგად ვიცნობდი, აქაც ჩამოდიოდა, უკრაინაში. ფულს ვაძლევდი ხოლმე, რამდენჯერმე დავეხმარე. მე მას 10 მილიონი მივეცი, ეს თანხა ჩავდე ამ ბიზნესში, თუმცა უკან არაფერი მიმიღია. მასთან პირადი პრობლემები არ მქონია, მხოლოდ სასამართლო დავა მქონდა. მისი მტრების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რაც შეეხება გია უდესიანს, მასთანაც არანაირი პრობლემა არ მქონია, რადგან უდესიანი კომპანიის მფლობელიც არ ყოფილა, ის მხოლოდ ჩემი წარმომადგენელი იყო საქართველოში", - განაცხადა ქურასბედიანმა.

"კუს ტბის" წილებთან დაკავშირებით ამჟამინდელ მფლობელებს - რევაზ ქურასბედიანსა და ვოვა ოსაჩს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს. ხარძიანი გუშინ, საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ