ვისთან მიდის ხარძიანის მკვლელობის კვალი - ემზარ კვიციანი ბიზნესმენის საქმის გამოძიების შესახებ

ვისთან მიდის ხარძიანის მკვლელობის კვალი - ემზარ კვიციანი ბიზნესმენის საქმის გამოძიების შესახებ

"იმედის კვირაში" ემზარ კვიცინმა მოკლულ ბიზნემენ ბესო ხარძიანთან ბოლო საუბარი გაიხსენა და მკვლელობის კვალის შესახებ ისაუბრა.

"ვინც იბრძვის სამართლიანობის აღდგენისთვის, უკვე მეორე საუკეთესო პიროვნებას გვიკლავენ, შემდეგი ვინ იქნება, კაცმა არ იცის. საქართველოში მხოლოდ "ნაციონალები" არიან დაცული დღეს, ყველას ასეთი შეგრძნება გაგვაჩნია. შევხვდით ჩენ ერთმანეთს კარგი გეგმები გვქონდა სამომავლოდ. კომპანია უნდა დაგვეფუძნა ხვალ. როდესაც დავშორდით ჩვენ, ის დარჩა სასტუმრო "საქართველოში" მეგობართან ერთად და ბოლო ზარი იყო მისგან პირველს საათსა და 20 წუთზე, და გვკითხა რა დავარქვათ კომპანიასო. კომპანიაში ბესოს ფუნქცია უნდა ყოფილიყო ხელისუფლებასთან ურთიერთობა, იმიტომ რომ მას ხელისუფლებაში უამრავი მეგობარი ჰყავდა და ახლობელი მაღალი რანგის ხელისუფლებაში. და ახლა იმის ძახილი, რომ ხელისუფლების ხელი ურევია ამ საქმეშიო, მგონია, რომ ყველაზე ნაკლებად ხელსიუფლებას სჭირდებოდა მაგი. მაგრამ ხელიუსფლებას აქვს ის დანაშაული, რომ ვერ გვიცავს, ვერ იცავს მოქალაქეებს.

ბესოს სასამართლოში ჰქონდა სარჩელი შეტანილი, ყველა ისარი მიდის იქეთკენ, რომ ბიზნეს ინტერესებს უკავშირდება. მთელმა საქართველომ იცის, რომ კუს ტბასთან დაკავშირებით იყო პრობლემები. მაგის გულისთვის იყო, რომ აწამეს ის. სხვა პრობლემა მას არ გააჩნდა.

მე არ ვიძიემ მაგ საქმეს, იძებენ სამართალდამცავი ორგანოები და იმათმა იციან, კვალი საით მიდის. კვალს საითაც გვიჩვენებენ, ყველაზე ნაკლებად მათ უნდა აწყობდეთ ეს საქმე, თუნდაც უდესიანი. უდესიანს ოდნავ ტვინი თუ ჰქონდა და ეს ჩაიდინა, ეს არის თავის დაღუპვა. მე ვიცნობ უდესიანს. შეიძლება მას აქვს თავისი ხარვეზები ჩადენილი, რაც სვან კაცს არ შეშვენის. მაგრამ უდსიანი მთლად ასეთი ბრიყვიც არ არის, რომ თავის თავი აიფეთქოს. გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება, ეჭვი უნდა იყოს ყველაზე. თუნდაც ჩემს მიმართაც რომ იყოს ეჭვი, მე არ მეწყინება. გამოძიბეას ყველას მიმართ უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ მართლა მიაკვლიოს კვალს", - აცხადებს ემზარ კვიციანი.

იხილეთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ბიზნესმენის მკვლელობის შესახებ თეგზე #ბესიკ ხარძიანი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ