მეტრო სამგორთან ორი პირი დააკავეს

მეტრო სამგორთან ორი პირი დააკავეს

აეროპორტის გზაზე, მეტრო "სამგორის" მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ორი მოქალაქე დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ორი პირი, რომლებიც მეტროს მიმდებარედ გამვლელ მოქალაქეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორივე მოქალაქე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ