უახლოეს ხანში გახდება ცნობილი, გამორიცხავს თუ არა პროკურატურა ეროსი კიწმარიშვილის საქმეში თვითმკვლელობას

უახლოეს ხანში გახდება ცნობილი, გამორიცხავს თუ არა პროკურატურა ეროსი კიწმარიშვილის საქმეში თვითმკვლელობას

მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი, გამორიცხავს თუ არა პროკურატურა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეში თვითმკვლელობის ვერსიას.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განუცხადა, გარდაცვლილის ოჯახი და ადვოკატები თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფს, ხემლძღვანელობას უკვე შეხვდნენ და 6- პუნქტიანი დოკუმენტი გადასცეს, სადაც მათ მიერ შეთავაზებულ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზეა საუბარი. ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურა საგამოძიებო მოქმედებებს უკვე ატარებს და გარდაცვლილის მხარეს უახლოეს პერიოდში შედეგებს გააცნობს.

"ჩვენ გამოძიებას მივაწოდეთ 6-პუნქტიანი დოკუმენტი, სადაც ჩამოთვლილი და მითითებულია გარკვეული სახის ინფორმაციები, რომელთა გადამოწმებას ვითხოვთ. ამის პარალელურად, ვსწავლობთ შემთხვევის ადგილზე არსებული სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ მასალებს. გვაქვს იმედი, რომ შეხვედრა, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება, უფრო ნაყოფიერი იქნება",-აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, წარდგენილი მოსაზრებების ირგვლივ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგებს უახლოეს დღეებში ელოდებიან. "დაზარალებულის ოჯახის წევრებს და ადვოკატებს, ფაქტებიდან გამომდინარე, გვწამს, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა. ჩვენს მიერ მოთხოვნილი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გარკვეული სახის ინფორმაცია იქნება მიღებული, რაც გამორიცხავს თვითმკვლელობას", - განაცხადა ადვოკატმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ