პროკურატურაში ირმა ინაშვილი დაკითხეს

პროკურატურაში ირმა ინაშვილი დაკითხეს

პროკურატურაში "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე ირმა ინაშვილი დაკითხეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში დაუდასტურეს. ინაშვილი პროკურატურაში იმ განცხადების გამო მივიდა, როდესაც მან ოთხი ადამიანის დაგეგმილ მკვლელობაზე ისაუბრა.

"მაქვს ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შიგნიდან, გეგმავენ 4 ადამიანის მკვლელობას. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ბრძოლობენ სამართლიანობის აღდგენისთვის, თუმცა კონკრეტულად ვიზეა საუბარი ჩემთვის უცნობია", - განაცხადა ინაშვილმა. ინაშვილი გახმაურებულ უკვე მომხდარ მკვლელობებსა და დაგეგმილ მკვლელობებში ბრალს მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს და სხვა ქვეყნიდან წასულ მაღალჩინოსნებს სდებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ