რა აკავშირებდა თამაზ თამაზაშვილს ბესო ხარძიანთან და რას პასუხობს ის ირაკლი კორძაიას ბრალდებებს?!

რა აკავშირებდა თამაზ თამაზაშვილს ბესო ხარძიანთან და რას პასუხობს ის ირაკლი კორძაიას ბრალდებებს?!

მოკლული ბიზნესმენის, ბესო ხარძიანის მეგობარმა ირაკლი კორძაიამ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას რეპრესირებული ბიზნესმენის კუთვნილი ქონების დაბრუნების პროცესის ხელოვნურად შეყოვნებაში მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და შსს-ს გენინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ჯანყარაშვილი დაადანაშაულა. "როდესაც ბესო ხარძიანი გამოვიდა ციხიდან, როდესაც გაჩნდა იმედი, რომ ბიზნესმენებს, მათ შორის ბესო ხარძიანს, დაუბრუნდებოდათ მათი კუთვნილი ქონება, გია უდესიანის გვარის გარდა ამ საქმეში, მართალია ფარულად, მაგრამ გამოჩნდა სხვა გვარებიც. ესენი არიან: ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ხელოვნურად აყოვნებდა ამ პროცესს. ასევე ბატონი ჯანყარაშვილი, რომელსაც ბიზნესინტერესები აკავშირებს ბატონ უდესიანთან. ვინც ბესო ხარძიანს კარგად იცნობს, მას პირადი მტრები არ ყოლია. ერთადერთი მტერი რომელიც მას ყავდა ეს იყო გიორგი უდესიანი, რომელიც არ არის საქართველოში." - განაცხადა ირაკლი კორძაიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერი. მისივე თქმით: "ღარიბაშვილს რომ ვამბობ, ვგულისხმობ ჯანყარაშვილს, ჯანყარაშვილს რომ ვამბობ ვგულისხმობ ზედელაშვილს და ზედელაშვილს რომ ვამბობ, ვგულისხმობ თამაზ თამაზაშვილს."

რა აკავშირებდა მოკლულ ბიზნესმენთან და რას პასუხობს ირაკლი კორძაიას პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ:

- ბესო ხარძიანი მაშინ გავიცანი, როცა ციხიდან გამოვედი, ერთმანეთს შევხდით მერეც. ჩემთანაც იყო მოსული, მორალურად ერთმანეთს ვეხმარებოდით. ცხონებლმა გადაწყვიტა სასამართლოსთვის მიემართა. მოიგო კიდეც პროცესი და ძალიან კმაყოფილი იყო. ინტელექტუალი პიროვნება იყო, უპატიოსნესი და კარგი ადამიანი.. ძალიან გული დამწყდა... გარეწარმა კორძაიამ გარდაცვლილი მეგობრის სახელთან დაკავშირებით ჩემი სახელი რატომ ახსენა, არ ვიცი. ვერ გავიგე რა უნდა ამ კაცს? რა სიბინძურეს ატრიალებს?

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ