1977 წელს, ბორჯომში დაბადებული და მრავალჯერ ნასამართლევი შალვა აბულაძის სახელი და გვარი მიმდინარე წლის 23 იანვარს, ლიკანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გახდა ცნობილი.
როდესაც მან შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს, გიორგი ბერუაშვილსა და გიორგი მახარაშვილს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. პოლიციელებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ბორჯომის რაიონულ საავადმყოფოში ჩაუტარდათ, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.
სამწუხაროდ, მაშინ აბულაძის დაკავება ვერ მოხერხდა, იგი ამ დრომდე იძებნება.